ბექა ლილუაშვილი - ნაკლებად მგონია, რომ Game of Thrones-ის მწარმოებლებმა გიგი უგულავა თავის პრომოუტინგისთვის დაიქირავეს, თავი დაანებოს ფანტასტიკის სფეროს
მელია დღეს ახალ პლატფორმაზე კი არ უნდა საუბრობდეს, ციხეში უნდა იჯდეს,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ეთერში გიგი უგულავას გაკეთებულ განცხადებას ერთობის თაობაზე, სადაც უგულავამ Game of Thrones გაიხსენა და აღნიშნა, რომ როცა “თეთრი ზომბები მოდიან, ყველა გამონახავს საერთო ენას", ლილუაშვილი უგულავას ურჩევს ფანტასტიკას თავი დაანებოს.
„რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო - ნაკლებად მგონია, რომ Game of Thrones-ის მწარმოებლებმა გიგი უგულავა თავის პრომოუტინგისთვის დაიქირავეს, ამიტომ მგონია, რომ უგულავამ თავი უნდა დაანებოს ფანტასტიკის სფეროში ყოფნას როგორც პოლიტიკურად, ისე არაპოლიტიკურად. მელიას რაც შეეხება, მასზე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მელია დღეს პარტიიდან გამოყოფაზე კი არ უნდა საუბრობდეს და პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებაზე, ის უნდა იჯდეს ციხეში იმის გამო, რაც არა ჩვენ, ან ვინმე სხვამ, არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ 20 ივნისს იყო პირდაპირ შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, მათ შორის, მელიას მონაწილეობით. რაც შეეხება გვარამიას, დაველოდოთ როგორ ჩამოყალიბდება, იდეების დონეზე ვერ შევაფასებ, ვნახოთ სად წავა და რას გააკეთებს”,- განაცხადა ლილუაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.