Jump to content
Planeta.Ge

რობერტა მეცოლა - ევროკავშირმა ცვლილებების მასშტაბური ტალღა უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ მოემზადოს უკრაინის, როგორც წევრი სახელმწიფოს მიღებისთვის


ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირმა თავისი ინსტიტუტების რეფორმირება უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ გაფართოების შემდეგი ტალღებისთვის მოემზადოს და ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან უკვე ამა წლის შობამდე ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყოს.

ამის შესახებ რობერტა მეცოლამ The Guardian-ს განუცხადა.

„ევროკავშირმა ცვლილებების მასშტაბური ტალღა უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ მოემზადოს უკრაინის, როგორც წევრი სახელმწიფოს მიღებისთვის. ამ ცვლილებებში სავაჭრო ტარიფების მოხსნა და კიევისთვის ევროკავშირის ბაზარზე წვდომა უნდა შევიდეს, ევროკავშირში მის სრულ გაწევრიანებამდე“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...