ყარაბაღში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა
ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 68-ს შეადგენს, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 21 ცხედარი.
ამასთან, დაშავებულია 290 ადამიანი, მათგან 168 სომხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს სამკურნალოდ. 25 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 105 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.