Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ეროვნული ბანკი დაემორჩილა პარტიას და დაადასტურა, რომ ტოტალური კონტროლის ქვეშაა - ნათელა თურნავა ეროვნული ბანკის ისტორიაში შეიძლება დარჩეს ადამიანად, რომელმაც ბანკის დამოუკიდებლობა დაანგრია


თურნავას გამოცემული ბრძანება ქვეყანაში სანქციებისგან თავის დაძვრენის სამართლებრივი მექანიზმის შექმნას და რუსულ ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილი გამოეხმაურა ნათია თურნავას მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" გაკეთებულ განცხადებას, სადაც თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდმა პროგრამა შეაჩერა და აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდის მიერ პროგრამის შეჩერება ნიშნავს სერიოზულ კითხვების გაჩენას ორმხრივ პარტნიორობაში.

„ნათელა თურნავას გამოცემული ბრძანება ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანაში შეიქმნას სანქციებისგან თავის დაძვრენის სამართლებრივი მექანიზმი, ამ თვალსაზრისით ის არის ბევრად უფრო რუსული საქმის და მიზნის მატარებელი, ვიდრე იყო „რუსული კანონი", რადგან „რუსული ბრძანება" უკვე ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ხელისუფლების ერთი ზარითაც კი არა, სატელევიზიო კომენტარით დაემორჩილა ეროვნული ბანკი პარტიას და დაადასტურა, რომ ტოტალური კონტროლის ქვეშაა. ეროვნულმა ბანკმა და ხელისუფლებამ უნდა გაიგოს და მე მათ აღარ ვაცალკევებ, რადგან პარტიის ნაწილი და პარტიის ქვეორგანიზაციაა ეროვნული ბანკი, ამიტომ პარტიამ უნდა გაიგოს, რომ ამით აზიანებს არამხოლოდ ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ საფრთხეს ქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის, არ ვლაპარაკობ მხოლოდ 70 მილიონის „გასროლაზე“ სახელმწიფო რეზერვებიდან, კურსის გაუფასურება გვიჯდება ფული თითოეულ მოქალაქეს. ამას გარდა სერიოზული კითხვები იქმნება საფინანსო სექტორის სტაბილურობასთან მიმართებით და ხომ არ გამოიწვევს ეს იმას, რომ ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებიც დასანქცირდნენ. ნათელა თურნავა შეიძლება დარჩეს ეროვნულ ბანკის ისტორიაში ადამიანად, რომელმაც სტატუსის გარეშე მოახერხა დაენგრია ბანკის დამოუკიდებლობა და სერიოზული კრიზისი გამოეწვია ქვეყანაში”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...