Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი - მადლობა ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის, ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ლატვიელ კოლეგასთან ევროპული გზის გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა დღეს ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩსთან ჩვენი ევროპული გზის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობა ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – წერს ზურაბიშვილი.

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...