სანამ საზოგადოების ნაწილი (მათ შორის, შოვის მოსახლეობის ნაწილი) ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ იქნება ბარიერი და კომისიის შექმნას კენჭისყრისას ჩვენი ხმები ექნება, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ კომისიის წევრები არ ვიქნებით და მის საქმიანობაში მხოლოდ საექსპერტო ადამიანური რესურსებით ან სხვა საჭირო ფორმით მივიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაში.
პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ, სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციამ და მათი გუნდის მიერ გაგზავნილ კითხვებზე კონსტიტუციის დარღვევით მიღებულმა პასუხებმა ნათელი გახადა, რომ ხელისუფლება მზად არ არის ადეკვატური პასუხები გაეცეს მომხდარ სავარაუდო სამოხელეო გულგრილობას.
"
პირველი დღიდანვე, ჩვენი გუნდის პოზიცია იყო, რომ შოვში დატრიალებული ტრაგედია არ უნდა გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციების საგანი “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ასეც მოხდა.
ჩვენმა გუნდმა პირველივე დღიდან დაიწყო შოვში განვითარებული მოვლენების შესწავლა - შესაბამისი კითხვებით მივმართეთ შესაბამის უწყებებს, პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები სამაშველო სამუშაოების დროსაც შოვში იმყოფებოდნენ, ისევე როგორც სამუშაოების დასრულების შემდეგ.
სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციამ და ჩვენი გუნდის მიერ გაგზავნილ კითხვებზე კონსტიტუციის დარღვევით მიღებულმა პასუხებმა ნათელი გახადა, რომ ხელისუფლება მზად არ არის ადეკვატური პასუხები გაეცეს მომხდარ სავარაუდო სამოხელეო გულგრილობას; “ოცნების” ხელისუფლება მზად არ არის, აიღოს პასუხისმგებლობა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ.
“ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” პირობებში, მაშინ, როდესაც ეს 2 დესტრუქციული ძალა, ამ ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მოსაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტიანი მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად.
თუმცა, სანამ საზოგადოების ნაწილი (მათ შორის, შოვის მოსახლეობის ნაწილი) ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ იქნება ბარიერი და კომისიის შექმნას კენჭისყრისას ჩვენი ხმები ექნება, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ კომისიის წევრები არ ვიქნებით და მის საქმიანობაში მხოლოდ საექსპერტო ადამიანური რესურსებით ან სხვა საჭირო ფორმით მივიღებთ მონაწილეობას.
საზოგადოებას ვარწმუნებთ, რომ ხელისუფლების უმძიმეს პასუხისმგებლობას, მათი მცდელობის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ვერავინ გაექცევა. პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება!", - ნათქვამია განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.