Jump to content
Planeta.Ge

ესტონეთის პრეზიდენტი - მომავალი კვირები მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისკენ გზაზე - საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით მოქმედებით


ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი აცხადებს, რომ მომავალი კვირები მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ საქართველოს გზაზე.

როგორც ალან კარისი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით და განსაკუთრებით მოქმედებით.

„ესტონეთს სურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირისკენ რეფორმის გზაზე და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილებით. მომავალი კვირები მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ საქართველოს გზაზე და ევროკომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესასრულებლად. საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით მოქმედებით. ეს დავადასტურე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე”, - წერს „ფეისბუქზე“ ესტონეთის პრეზიდენტი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...