სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა
ტალინში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფოტოებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია.
"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ამ გადამწყვეტ გზაზე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტ ალან კარისთან. საქართველო ესტონეთის დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის", - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა "ტვიტერზე".
ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. ესტონეთი მტკიცედ არის მოწოდებული მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას მის ევროკავშირის გზაზე!", - წერს ესტონეთის პრეზიდენტი "ტვიტერზე".
26 სექტემბერს პრეზიდენტი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს, 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად იმართება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.