სებ-მა აუქციონზე გასაყიდად 30 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, გაიყიდა - 7 600 000
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 7 600 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
კერძოდ, სებ-ის ინფორმაციით, 25 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 30 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 7 600 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.6682 შეადგინა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.