Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან ერთად იარაღის წარმოებაზე - ის, რაც ფანტასტიკა იყო, რეალობად იქცევა


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ერთად იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ ისტორიულს უწოდებს.

"არსებობს ამერიკის ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვითი სისტემების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემის, ერთობლივი წარმოების შესახებ. ეს არის ის, რაც ბოლო დროს აბსოლუტურად ფანტასტიკა იყო, მაგრამ რეალობად იქცევა. ჩვენ ამას რეალობად ვაქცევთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ მას ჰქონდა არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი, მათ შორის შეთანხმება იარაღის, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივ წარმოებაზე.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...