Jump to content
Planeta.Ge

ადგილობრივების ცნობით, სოფელ ნიქოზში სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა


გორის სოფელ ნიქოზში სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა. ამის შესახებ ადგილობრივებმა „მთავარ არხს“ განუცხადეს. მათივე ცნობით, მოზარდი გადარჩა და ახლა კარგადაა.

„მთავარ არხის“ ცნობით, შემთხვევა გუშინ, 23 სექტემბერს, საღამოს მოხდა.

„ბავშვი კარგად არის და გადარჩა. წუხელ, თამაშის დროს, შემოღობილი სადაც არის, იმაზე ხელის შეხების დროს გადაიტანა დენი და რომ არა ადგილობრივის დახმარება, შეიძლება ცუდი რამეც მომხდარიყო“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „მთავარ არხთან“.

ადგილობრივების ინფორმაციით, სტადიონს რეაბილიტაცია ერთი კვირის წინ ჩაუტარდა. თუმცა კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც სამუშაოები ჩაატარა, „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ სტადიონი ჯერ გახსნილი არ არის. მისივე განცხადებით, ბავშვები სტადიონზე „უნებართვოდ“ იყვნენ შესულები.

ნეტგაზეთი აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...