რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნახიჩევანში ილჰამ ალიევს შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 25 სექტემბერს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა, - ინფორმაციას თურქული და აზერბაიჯანული მედია საშუალებები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფაგრლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდება და ლიდერები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ.
შეხვედრის დროს ასევე ისაუბრებენ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში გატარებულ ზომებზე ყარაბაღში და მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების განიარაღების პროცესზე.
ოროი ქვეყნის ლიდერები ასევე განიხილავენ ზანგეზურის დერეფნის საკითხსაც, რომელმაც აზერბაიჯანი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან უნდა დააკავშიროს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.