ანჯეი დუდა - პოლონეთმა უკრაინული მარცვლეულისთვის სატრანზიტო დერეფნები მოამზადა
მსოფლიო პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
"ჩვენი ფერმერების მუშაობის წყალობით, პოლონეთი თვიკმარია. ჩვენ არ გვჭირდება მარცვლეული უკრაინიდან. ომის დროს მათი შესანიშნავი მოსავლიდან ძალიან ცოტა მიდიოდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებოდათ. პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები, რომლის წყალობითაც უკრაინულმა მარცვლეულმა შეიძლება გაიაროს პოლონეთის ტერიტორიაზე და გავიდეს იქ, სადაც საჭირო იქნება ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ უკრაინას და იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს დახმარება სჭირდებათ", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მისი თმით, ის სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, უკრაინიდან პოლონეთში მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის ძალაში დატოვებას. ამასთან, პოლონეთის ლიდერის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი მაქსიმალურად დიდი იყოს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.