კირილ ბუდანოვი - უკრაინა ყირიმის ხიდზე რეგულარულ დარტყმებს მიიტანს - და რას გააკეთებს პუტინი? მას ისევ გული დაწყდება, რისი გაკეთება შეუძლია?!
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ყირიმის ხიდზე რეგულარულ დარტყმებს მიიტანს.
მისივე განცხადებით, შეტევები ხიდზე გაგრძელდება და მისი განადგურებით დასრულდება.
„კითხვა იმაში კი არ არის, შევუტევთ თუ არ შევუტევთ ხიდს? ჩვენ ამას რეგულარულად ვაკეთებთ და ამიტომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია", - განაცხადა ბუდანოვმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ბუდანოვმა უპასუხა: „და რას გააკეთებს პუტინი? მას ისევ გული დაწყდება. რისი გაკეთება შეუძლია?!“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.