„დაიღუპა სულ მცირე 9, დაიჭრა 16“ – ბუდანოვი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის დაბომბვაზე
სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, თექვსმეტი კი დაიჭრა გუშინ, ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის დაბომბვის შედეგად, ამბობს უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი.
„დაჭრილებს შორის არიან [სამხრეთ] დაჯგუფების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე რომანჩუკი, იგი მძიმე მდგომარეობაშია. შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცეკოვი გონზე არ არის“, – უთხრა ბუდანოვმა „ამერიკის ხმას“.
მისივე თქმით, მონაცემებში არ არიან გათვალისწინებულნი სამხედროები, რომლებიც შტაბში არ მუშაობდნენ. „სამხედროები, რომლებიც სამსახურს გადიან, დაცვის პერსონალი და ასე შემდეგ, არ შედიან ჩემს ჩამოთვლილ მონაცემებში“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
ამასთან ერთად, ბუდანოვს ჰკითხეს ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის დაღუპვის შესახებ. ბუდანოვმა უპასუხა, რომ დაზვერვას არ აქვს ცნობები, გადარჩა თუ დაიღუპა სოკოლოვი.
ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო თავდასხმა გუშინ განხორციელდა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.