Jump to content
Planeta.Ge

წყარო: ენმ-ის დეპუტატს თავს ე.წ. კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ძმა, ლევან შუკაკიძე დაესხა


"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ენმ-ის დეპუტატს თბილისის საკრებულოში, ირაკლი ეძგვერაძეს თავს ე.წ. კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის, ძმა, ლევან შუკაკიძე დაესხა. 

ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის სახელი რამდენიმე წუთის წინ, ენმ-ს ყოფილმა თამჯდომარემაც დაასახელა. 

"კალაძის გაკეთებულია.. შუკაკიძე არის ადამიანი, რომელიც არის კანონიერი ქურდი, მისი შუათანა ძმა ახლდა ამ მარბიელ ხალხს და ეს ხდება პოლიციელების გარეშე?" - ამბობს მელია "პირველებთან".

შეგახსენებთ, რომ 2020 წელსაც, გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი ხელჩართული დაპირისპირებისა და სროლის მთავარ ორგანიზატორად ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმა, ლევან შუკაკიძე დასახელდა, თუმცა ეს უკანასკნელი მაშინ არავის დაუკავებია. 

ნიკა მელია მაშინ ამბობდა, რომ სწორედ ე.წ. კანონიერ ქურდის ნოდარ შუკაკიძის ხელი ურევია მისი შტაბის გადაწვის საქმეშიც.

ოპოზიციის ინფორმაციით, ძმები შუკაკიძეები "ქართული ოცნების" ლიდერებთან დაახლოებული პირები არიან. 

ფაქტს ადასტურბს "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ფოტოც, სადაც ლევან შუკაკიძე "ოცნების" ერთ-ერთ ლიდერთან, კოტე ზარნაძესთან ერთად არის აღბეჭდილი. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძე საკუთარ სახლთან თავს 60-მდე ხელკეტით შეიარაღებული პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.  

 
 
 



ტვ პირველი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...