Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ანაკლიის პროექტზე დისკუსია ცდება ერთი ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის დისკუსიას და ეხება ქვეყნის დასავლური დემოკრატიის დანერგვის გზას - ამ ქვეყნის დასავლურ დემოკრატიაზე განვითარების გზის ცრუ ალტერნატივის შექმნას (ვიდეო)


“დღეს აქ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ანკლიის პროექტზე, არამედ ბევრად უფრო მძიმე საკითხზე და ეს საკითხი არის ამ ქვეყნის კონსტიტუციით, საზოგადოებით, ხალხით გადაწყვეტილი, არჩეული გზა დემოკრატიული განვითარებისა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლიბისა, რომლებიც 30 წელია იცავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუბერენიტეტს. ვსაუბრობთ იმ კითხვის ნიშნებზე, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველად გააჩინა “ოცნებამ “ - არის თუ არა სწორი ეს გზა ? ვსაუბრობთ იმ ცრუ ალტერნატივის შექმნაზე, რომ ვინმეს შეუძლია უზრუნველყოს საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების დაცვა, გარდა დასავლური მხარდაჭერისა, გარდა იმ ხალხისა, რომელმაც თავისი საქმითა და პოზიციის ერთგულებით დააფიქსირა ამ ქვეყნის მხარდაჭერა, აღარ ვსაუბრობ მილიარდობით ფინანსურ რესურსზე. შესაბამისად ეს დისკუსია ცდება ერთი ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის დისკუსიას და ეხება ქვეყნის დასავლური დემოკრატიის დანერგვის გზას და ამ ქვეყნის დასავლურ დემოკრატიაზე განვითარების გზის ცრუ ალტერნატივის შექმნას.”


ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...