Jump to content
Planeta.Ge

დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, საკრებულოს სხდომა შეწყდა


დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა, რომელიც მაგიდაზე იდო.

ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ფრაქცია „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრს, კონსტანტინე ზარნაძესა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნინო კვიტაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც თავის მხრივ, კონსტანტინე ზარნაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

კერძოდ, ზარნაძემ აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდა, მასთან „ორი მანქანით მივიდნენ და ლანძღვა დაუწყეს“. როგორც ზარნაძემ განაცხადა, ისინი მას აგინებდნენ, მანქანას კი სტიკერები დააკრეს, რომელიც სალანძღავ სიტყვებს შეიცავდა. აღნიშნულს გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი. როგორც მან აღნიშნა, კოტე ზარნაძემ „აღნიშნულ პირებს შუა თითი უჩვენა“.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...