სუს-ის ცნობით, ოთარ ფარცხალაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია მან ჟურნალისტებს პარლამენტში მიაწოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ ფარცხალაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რის შესახებ გამოიკითხა ფარცხალაძე.
19 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების და ამ საკითხთან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ რეაგირებას, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.”
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.