ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა შეერთებულ შტატებთან ერთად თანამედროვე იარაღის წარმოებას დაიწყებს
უკრაინა შეერთებულ შტატებთან ერთად თანამედროვე იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების, წარმოებას დაიწყებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„გრძელვადიანი შეთანხმება - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე. თავდაცვის ინდუსტრიაში ერთობლივი წარმოება შეერთებულ შტატებთან ისტორიული რამ არის", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამას გლობალური დადებითი შედეგები ექნება. "ჩვენ ვემზადებით შეერთებულ შტატებთან ერთად იარაღის წარმოებისთვის ახალი თავდაცვის ეკოსისტემის შესაქმნელად, რათა ერთად კიდევ უფრო გავაძლიეროთ თავისუფლება და სიცოცხლის დაცვა. ამას ექნება გლობალური დადებითი შედეგები", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.