პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს.
შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.
პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტი დღეს ასევე, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.