Jump to content
Planeta.Ge

ნიდერლანდებში საქართველოს მოქალაქეს სხვა ქართველის სასიკვდილოდ დაჭრის ბრალდებით ეძებენ


ნიდერლანდების ცენტრალური ოლქის პროკურორმა ძებნაში გამოაცხადა 28 წლის საქართველოს მოქალაქე თორნიკე მანველიძე, რომელსაც ბრალად ედება უტრეხტში 32 წლის საქართველოს მოქალაქის სასიკვდილოდ დაჭრა.

„პოლიციის მიერ 28 წლის მამაკაცი ეჭვმიტანილია 19 სექტემბერს მომხდარ სასიკვდილოდ დაჭრაში. ინციდენტი მოხდა დაახლოებით 19 სექტემბრის 18 საათზე, უტრეხტის ერთ-ერთ სასტუმროში. ერთ-ერთი მსხვერპლი, 32 წლის მამაკაცი საქართველოდან, სერიოზულად დაიჭრა და შემდგომ საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მოქალაქეებს მოუწოდებენ, მანველიძის შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში პოლიციას მიმართონ და აგრეთვე აფრთხილებენ, ეჭვმიტანილის დანახვის შემთხვევაში მასთან არ მივიდნენ და პირდაპირ პოლიციაში დარეკონ.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...