მამუკა მდინარაძე - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები იმიტომ წავიდნენ, რატომაც გახარია, ღმერთმა ქნას, ვცდებოდე
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები იმიტომ წავიდნენ, რატომაც გახარია წავიდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კი არა, პრემიერი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც „ნაცებისთვის“ გადადგა.
„თქვენი აზრით, გახარია რატომ წავიდა? – რაც მომავალმა აჩვენა, გახარია წავიდა „ნაცებისთვის“. ჩემი აზრია, რომ ეს იყო გარკვეული კოორდინაციის შედეგი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კი არა, პრემიერი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც „ნაცებისთვის“ გადადგა. უცებ, „ნაცმოძრაობის“ ყველა ტელევიზია გახარიას მხარეს აღმოჩნდა და მისი პიარით იყვნენ დაკავებული. სტრასბურგმა თქვა, რომ მისი გადადგომა არანაირი ღირსეული ნაბიჯი არ ყოფილა, კანონიერი გადაწყვეტილების გამორიცხვის მიზნით გადამდგარა. წარსულმა აჩვენა, რისთვის გადადგა გახარია. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე და ეს ადამიანები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, ემოციურ ფონზე გადადგეს ეს ნაბიჯი, მაგრამ ეს ასე არ მგონია. ამ ყველაფერს დრო აჩვენებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.
fortuna.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.