ოთარ ფარცხალაძემ შვილს ეკლესიაც გადაუფორმა
"ეფ ეს ბეს" აგენტობაში მხილებულმა, რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ შვილის, ანდრია ფაცხალაძის სახელზე ეკლესიაც გადააფორმა - ამის შესახებ "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახური იუწყება.
დოკუმენტებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალძემ შვილს, ანდრია ფარცხალაძეს აჩუქა ეკლესია, რომელიც მან 2019 წელს ააშენა. ამის შესახებ რეპორტაჟი "ტვ პირევლის" "შაბათის ეთერის" ჟურნალისტებმა ორი წლის წინ მოამზადეს.
აშენებულ ტაძარს ამ დრომდე ოთარ ფარცხალძე კერძო საკუთრებაში ფლობდა. დღეს კი ეკლესია და 1030 კვადრატული მიწის ნაკევთი, რომელიც ტაბახმელაში მდებარეობს, ანდრია ფარცხალაძის სახელზე გადაფორმდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ოთარ ფარცხალაძემ დაჩქარებული წესით შვილის სახელზე რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონების გადაფორმება 20 სექტემბერს, დღის 12 საათიდან დაიწყო და 17 საათსა და 50 წუთზე რეესტრმა დაადასტურა ქონების გაჩუქება.
სწორედ ქონების გადაფორმების შემდეგ, 20 სექტემბერს, 20 საათზე, გააუქმა საქართველოს პასპორტი იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძეს.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.