Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი "ოცნებაზე" - 2012 წელს მოვიდნენ დემოკრატიული სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის იდეით და 2023 წელს სახელმწიფო მხოლოდ რუკაზე დატოვეს, ფინანსური სისტემის კოლაფსის, უსაფრთხოების უდიდესი რისკებით და საერთაშორისო იზოლაციაში


"ნაღმზე ვზივართ …
მორჩილი ეროვნული ბანკით
რუსეთის აგენტობისთვის სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორით
კორუფციისთვის სანქცირებული მოსამართლეებით
პოლიტიზირებული (და მაღალი ალბათობით რუსული გავლენებით მოქმედი) სუსით
მორჩილი ცესკოთი
მორჩილი აუდიტის სამსახურით
მორჩილი სახალხო დამცველით
გაუქმებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურით
ფიქტიური ანტი-კორუფციული ბიუროთი
ელიტური და პოლიტიკური კორუფციის ჭაობით
2012 წელს მოვიდნენ დემოკრატიული სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის იდეით და 2023 წელს სახელმწიფო მხოლოდ რუკაზე დატოვეს, ფინანსური სისტემის კოლაფსის, უსაფრთხოების უდიდესი რისკებით და საერთაშორისო იზოლაციაში.
და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი კაცი და რამდენიმე კორუმპირებული ოჯახი იყოს კარგად. ნუ უბრალოდ ისტორია გვასწავლის, რომ ცუდად მთავრდება ასეთები."


ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. 
 
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...