ნათია მეზვრიშვილი - ეს პოლიციელი დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი რომ მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი, როგორც ჩანს, აღადგინეს და ტრაგედია დატრიალდა
ეს პოლიციელი დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი რომ მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი უფლებამოსილების გადამეტების გამო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, უმოქმედობის გამო ფემიციდის ფაქტებმა საგრძნობლად იმატა.
"მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ რომ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა. შემდეგ, როგორც ჩანს, აღადგინეს და ტრაგედია დატრიალდა.

საინტერესოა, ასევე, როგორ ამუშავებენ მინისტრის იმ დროს გამოცემულ ბრძანებას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობაში მხილებული პოლიციელის მიმართ დაუყოვნებლივ გამოიცემოდა შემაკავებელი ორდერი, ჩამოერთმეოდა სამსახურებრივი იარაღი და ხდებოდა დათხოვნა.
ზოგადად ფემიციდის ფაქტებმა ხომ მოიმატა უმოქმედობის გამო და მართლა არ მეგონა ამ ნაწილშიც 2017 წლამდე პერიოდს თუ დავუბრუნდებოდით, როცა ქალთა მიმართ ძალადობისთვის ძალოვნების დაუსჯელობა ჩვეულებრივი ამბავი იყო.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს ამ დრომდე სამართალდამცველები ადგენენ. მოქმედმა პოლიციელმა, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.