აუცილებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს - PMCG
საკონსულტაციო სააგენტო PMCG საქართველოს ეროვნული ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აუცილებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენისა და ტურბულენტობისგან.
სააგენტოში მიაჩნიათ, რომ სებ-მა უნდა უზრუნველყოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, ანტიტერორისტული ღონისძიებებისა (AML/CFT) და სხვა გლობალური სტანდარტების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვა.
"ამ ყოველივეს შეუსრულებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ფინანსურ სექტორს და მის ინტერესებს. ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებისთვის საჭიროა ქართული ბანკების ინტეგრაცია საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში.
იმედი გვაქვს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის მმართველობის კრიზისის დასრულებას, მის დამოუკიდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, რათა მან განაგრძოს ეფექტური საქმიანობა საერთაშორისო შეთანხმებების, საქართველოს კონსტიტუტიციისა და კანონმდებლობის შესაბამისად", - წერია განცხადებაში.
BM. GE
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.