Jump to content
Planeta.Ge

მათ პოლიტიკურ ზეწოლას ვერ გაუძლეს - ნათია თურნავა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობის დატოვებაზე


"არ ვიცი რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესიონალმა კოლეგებმა. უფრო სწორად ვიცი, ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზებული გადაწყვეტილება. მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას",  - ამის შესახებ „იმედის" ეთერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობის დატოვებაზე განაცხადა.

„ეროვნული ბანკის ფუნქციონირების პრობლემა არ შეიქმნება. ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს.

სამწუხარო ფაქტია, რაც ახლა განვითარდა და ვხედავ დიდი დოზით პოლიტიკის ჩარევას და პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას. პრაქტიკულად, კლასიკური პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია, რაც ახლა ეროვნული ბანკის, საბჭოს ირგვლივ ვითარდება. ჩემზე ეს არ მოქმედებს - ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას და ამით მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკოსებსა და კრიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ ვინმეს გავლენით ან ზეწოლით მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება.

ეს იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის დისკრეცია და ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მართებული. მე აბსოლუტურად მშვიდად ვარ ამასთან დაკავშირებით. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება, ჩვენს მოქალაქეებს წაადგება და მეტად დაიცავს.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ყველას აქვს სხვადასხვა დოზის ამტანობა ამ ზეწოლის მიმართ. არ ვიცი რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესიონალმა კოლეგებმა. უფრო სწორად ვიცი, ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზებული გადაწყვეტილება. მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას, თუმცა ეს არ შექმნის არანაირ წყვეტას ჩვენს საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა დაწერეს განცხადებები. მათ შორის ერთ-ერთი, არჩილ მესტვირიშვილი ძალიან კარგი პროფესიონალია, მაგრამ ორ თვეში ისედაც უმთავდებოდა მას საბჭოში ყოფნის ვადა და აქ ცალსახად ალბათ დემონსტრაციული აქტი იყო.

ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საბჭოში და დარჩნენ სხვა, არანაკლებ პროფესიონალი წევრები, უფრო მეტი პასუხისმგებლობით გამსჭვალული წევრები ამ ორგანიზაციის მიმართ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

bm.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...