Jump to content
Planeta.Ge

"საქართველოსთვის" - უკვე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ივანიშვილის “ოცნების” სრულ კონტროლქვეშ მოექცა


უკვე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ივანიშვილის “ოცნების” სრულ კონტროლქვეშ მოექცა, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი გადაწყვეტილებით, “ეფ ეს ბე”-სთან კავშირში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფარცხალაძის დასაცავად, ქვეყნის საბანკო და ფულად-საკრედიტო სისტემა დააყენა სერიოზული დარტყმის ქვეშ, რომელიც თითოეული მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება.

"
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საბანკო და საფინანსო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება.ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, მიღებული საგამონაკლისო გადაწყვეტილება სასწრაფოდ გააუქმოს! მხარდაჭერას ვუცხადებთ ეროვნული ბანკის იმ ღირსეულ თანამშრომლებს, რომელთათვის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ჩვენი ევროპული მომავალი არის მნიშვნელოვანი. ჩვენი გუნდი სრულად გამოიყენებს ჩვენს ხელთ არსებულ საპარლამენტო საზედამხედველო ბერკეტებს, ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად!", - ნათქვამია განცხადებაში. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...