Jump to content
Planeta.Ge

ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები თეა წულუკიანს პარლამენტთან აქციით დახვდებიან


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრსთეა წულუკიანს ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები პარლამენტთან აქციით დახვდებიან.

მინისტრის საათისფორმატში თეა წულუკიანი მოსმენის პარალელურად, 18:00 საათზე, აქციასიმართლის საათიგაიმართება.

როგორც ისინი აცხადებენ, კულტურის სამინისტროს პოლიტიკა ანადგურებს კულტურას, ქვეყნის იდენტობისა და ჩვენი სიამაყის მთავარ საყრდენს.

ამასთან, მათივე თქმით, რეპრესიული პოლიტიკა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, მიზანმიმართულად აფერხებს თანამედროვე ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებას, ახშობს თავისუფალი და კრიტიკული პროფესიული აზრის გამოხატვას; ცდილობს კულტურის მოთვინიერებას, შეზღუდვას, სამთავრობო პროპაგანდის ინსტრუმენტად ქცევას.

„20 სექტემბერს, 18:00-ზე, პარლამენტის სამოქალაქო შესასვლელთან ვიკრიბებით, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლები, ქართული კულტურის გულშემატკივრები. „სიმართლის საათისფორმატში გავაჟღერებთ იმ უამრავ გადაუჭრელ პრობლემას, რომელთაც კულტურის მინისტრი თავს ვერ ართმევს. აქციაზე კულტურისა და მეცნიერების სექტორები დააყენებენ მკაფიო მოთხოვნებს. არა ცენზურას! კულტურა ცოცხალი და დამოუკიდებელია!“- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, 20 სექტემბერს, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ,,მინისტრის საათისფორმატში საქართველოს პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს.

 

წყარო: IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...