Jump to content
Planeta.Ge

თეიმურაზ ხიშბა: სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება


ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ ყაზახეთში გამართულ ტურისტულ ფორუმზე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 ლისთვის იგეგმება.

,,დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის ჩვენ სტუმრებისთვის შესაძლებლობებს, გაფართოვდება ტურისტების გეოგრაფია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი დღეს დინამიურად ვითარდება", - განაცხადა ხიშბამ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა ,,რუსეთის მნიშვნელოვან როლს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის საქმეში.“
ამავე შეხვედრაზე, ხიშბამ აღნიშნა, რომ სოხუმს ,,საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია" აქვს მინსკთან.
,,ბელარუსის რესპუბლიკასთა გვაქვს უბაჟო ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი. ასევე ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს", - განაცხადა მან.
უფრო ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაბუშერას აეროპორტს, სავარაუდოდ, რუსი ინვესტორები ააშენებენ. მათივე ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციით უკვე ორი რუსული კომპანია დაინტერესდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...