დრანდის ციხიდან გაქცეული პატიმარი დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ციხიდან გაქცეული მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ძებნილი 18 სექტემბერს, დილის 7 საათზე, სოფელ კამანის მახლობლად დააკავეს.
სოფელ იაშთუხის მკვიდრი, 35 წლის გურგენ კირაკოსიანი დრანდის ციხიდან 13 აგვისტოს გაიქცა. ის ,,მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების" ბრალდებით იყო დაკავებული.
ამჟამად კირაკოსიანი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.