იაგო ხვიჩია აპირებს სანაძლეო დადოს, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ
სანაძლეოს ვდებ, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრაზე დასწრებას გეგმავს, თუმცა მასში მონაწილეობას არ აპირებს და მხოლოდ კოლეგებს დააკვირდება.
,,ამ პროცესს რომ ჩემთვის ინტერესი მიეცეს, ვაპირებ სანაძლეო დავდო, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ და დავდო მილიონი ქართული დოლარი - ესა ,,გირჩის" ვალუტა, ვინც დამენიძლავება. შესაბამისად, დარბაზში უნდა ვიყო, რომ საკუთარ მოგებას თვალებში ჩავხედო. გადაბირების რისკი (,,ქართული ოცნების" მხრიდან) არსებობს, ამიტომ ვდებ სანაძლეოს.
მონაწილეობას იმპიჩმენტში არ მივიღებთ. სხდომათა დარბაზში შევალთ და დავაკვირდებით ჩვენს კოლეგებს, არაფერში მონაწილეობას არ მივიღებთ, წითელ ღილაკზე დაჭერა დროის კარგვაა ამ პარლამენტში, არაფერზე არდაჭერაც წინააღმდეგობას ნიშნავს,"- განაცხადა ხვიჩიამ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.