პარტია „საქართველოსთვის“ თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებისა და მასში მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლებისა და ქონების დეკლარირების ინიციატივით გამოდის
პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებისა და მასში მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლებისა და ქონების დეკლარირებას ეხება.
პარტის დეპუტატებმა შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი უკვე დააინიცირეს და მის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა ბექა ლილუაშვილმა განმარტა, კანონში ცვლილება ირაკლი ღარიბაშვილის მამის და მიხეილ სააკაშვილის დედის ფენომენს შეასუსტებს.
„საქართველოში თითოეული მოქალაქისთვის ცნობილია, რომ პოლიტიკური თანამდებობებით გამდიდრებული, პოლიტიკურ კორუფციაში ჩაფლული ჩინოვნიკების მიერ მოპარული ფულის დამალვის საშუალება ეს არის ამ ფულის სხვადასხვა ნათესავზე, მათ შორის მშობლებზე გადაფორმება. სწორედ ამ ხერხის გამოყენებით ქვეყანაში გვაქვს ღარიბაშვილის მამის და სააკაშვილის დედის ფენომენი.
ამ თვალსაზრისითაც, კერძოდ, ფულის მოპარვის და შემდეგ მოპარული ფულის გადამალვის პრაქტიკით „ქართული ოცნება“ სრულად „განაცდა“. მოპარული ფული ეს არის მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხები, რომელიც არავის პერსონალურ ინტერესს არ უნდა ხმარდებოდეს.
მოქმედი კანონით, დეკლარაცია შეეხება თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს, ხოლო ოჯახის წევრებში ერთ ჭერქვეშ მუდმივად მცხოვრები პირები იგულისხმებიან. მშობლები დეკლარაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედიან, თუკი დეკლარაციის შემავსებელ პირთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.
„ქართული ოცნების“ მიერ აღნიშნულ ინიციატივაზე უარის თქმის შემთხვევაში დადასტურდება, რომ მოპარული ფულის დასაფარავად ნათესავებს იყენებენ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.