ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 3 შეასრულა, ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია
ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ საქართველოს მთავრობას ევროპული საბჭოს მიერ მიცემული 12 პუნქტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული, ამიტომ ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ოქტომბერში მათი ანგარიში მზად იქნება.
,,ვფიქრობ ძალიან ცხადია, რა არის პირობები საქართველოსთვის, რომ კანდიდატი ქვეყანა გახდეს. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ ძალიან ცხადი პირობები წამოაყენა. ვიმედოვნებ, საქართველო მათ შეასრულებს, რათა მათთვის დადებითი პასუხის თქმა შევძლოთ. ვხედავთ, რომ მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა. ახლა, რა თქმა უნდა, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ანგარიში უკვე ოქტომბერში იქნება მზად. ასე რომ, ვიმედოვნებ, საქართველო ამას შეძლებს. რასაც ვხედავთ არის ის, რომ ქართველ ხალხს, ყველას უნდა ევროკავშირში შესვლა და კანდიდატ ქვეყნად გახდომა. ასე რომ, ვიმედოვნებ, მთავრობა შეძლებს პირობების შესრულებას, რათა ჩვენ მომდევნო ნაბიჯი გადავდგათ." – განაცხადა ვარჰეიმ.
მანამდე, 22 ივნისს მან თქვა, რომ საქართველოს 12 პუნქტიდან სრულად შესრულებული ჰქონდა სამი, შვიდი კი - ნაწილობრივ.
ვარჰეიმ მაშინ განმარტა, რომ სრულად შესრულებულია შემდეგი რეკომენდაციები: გენდერული თანასწორობა და ძალადობა ქალთა წინააღმდეგ; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინების შესახებ; სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესის გამჭვირვალობის შესახებ.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვარჰეის ამ შეფასებას მანიპულაციას უწოდებდა.
ევროკომისია საქართველოს პროგრესის შესახებ საბოლოო დასკვნასა და რეკომენდაციას 2023 წლის ოქტომბერში წარადგენს, წლის ბოლოს კი ევროპული საბჭო ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.