Jump to content
Planeta.Ge

ლიბიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 3 000-მდე გაიზარდა, 10 000 ამ დრომდე დაკარგულია


წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციასა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში ლიბიის წარმომადგენლის, ტამერ რამადანის ცნობით, ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანია დაღუპული, დაკარგულთა რაოდენობა კი 10 000- აღწევს. ამის შესახებ რამადანიმ ჟენევაში, გაეროს ბრიფინგის დროს ისაუბრა.

ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი, ოთმან აბდელ ჯალილი კი აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამჟამად 3 000- აჭარბებს, თუმცა, დაკარგულთა რაოდენობის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ 10 000-მდე გაიზრდება.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლიბის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ დერნაში, სადაც სტიქიის შედეგად ორი კაშხალი დაინგრა, მოვარდნილმა წყალმა კი დასახლებები გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მხოლოდ ქალაქ დერნაში ამ დრომდე 1 000-მდე გვამია ნაპოვნია, 5 000-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

"ქალაქ დერნაში სიტუაცია სულ უფრო ტრაგიკული ხდება, ჯერ არ გვაქვს მსხვერპლთა ოფიციალური სტატისტიკა, უამრავი სამეზობლო მაშველებისთვის ჯერ კიდევ მიუღწეველია". - თქვა ოთმან აბდელ ჯალილმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...