Jump to content
Planeta.Ge

ელისაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტს რეალურად უყურებს და აშკარად ნაფიქრი აქვს, რა უნდა გააკეთოს იმპიჩმენტის შემთხვევაში


პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მის იმპიჩმენტს რეალურად მიიჩნევს.

,,პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს მოხდეს. მართალია,,ქართული ოცნება თავს იკატუნებს, 100 ხმა არ გვაქვს და ამას გამოვრიცხავთო, მაგრამ დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტიც დარწმუნებულია,,ქართული ოცნება ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ ეს 100 ხმა ჰქონდეს. ამიტომ, არ გამორიცხავს და სიმართლე გითხრათ, ძალიან ჩვეულებრივად უყურებს ამ ამბავს, რომ შეიძლება, პრეზიდენტის იმპიჩმენტი კენჭისყრაზე დადგეს და ის გადააყენონ - შემდეგ რა უნდა გააკეთოს, ამაზეც აშკარად ნაფიქრი აქვს. საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს, თუ რა შეიძლება გააკეთოს იმპიჩმენტის შემთხვევაში და მის შემდეგ". - უთხრა ელისაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...