ერგნეთის შეხვედრაზე უკანონო ბორდერიზაციისა და პატიმრობის საკითხებს განიხილავენ
დღეს, 12 სექტემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მხარეები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში იკრიბებიან. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება.
,,წლიური სტატისტიკა თუ გაინტერესებთ, შემიძლია გითხრათ, რომ დღეის მონაცემებით, ჯამში უკანონოდ 25 მოქალაქე დააკავეს და უკანონო ბორდერიზაციის 28 შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება 4 თანამოქალაქე. შეხვედრაზე მოვითხოვთ განახლებულ ინფორმაციას." - თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას ამ დრომდე განაგრძობენ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.