კახაბერ ქემოკლიძე - ხელისუფლება ძალაუფლებით გაირყვნა და ამის ავტორი ერთი კაცია - ბიძინა ივანიშვილი
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მედიის ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტებისთვის გამოყენების თაობაზე და აცხადებს, რომ "იმის ნაცვლად, საქართველოს უახლესი ისტორია ოქროს ასოებით დაეწერა (ივანიშვილს) ზოგიერთი მიმართულებით, სააკაშვილს გაასწრეს უგუნურებაში, სიბინძურეებში და გარყვნილობაში"
მისი თქმით, ქვეყანა კორუფციის და ღირებულებითი აღრევის პიკში შევედა, სადაც "ქართული ოცნება" თეთრს შავად გვასაღებს და ამორალურობას მორალურობად.
მისი თქმით, ქვეყანა კორუფციის და ღირებულებითი აღრევის პიკში შევედა, სადაც "ქართული ოცნება" თეთრს შავად გვასაღებს და ამორალურობას მორალურობად.
“პრემიერია, თქვენ ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ” - მე პირადად ბევრი უბრალო “მუშა”, დამლაგებელი, ხელოსანი, რიგითი პოლიციელი თუ ჯარისკაცი მინახავს, რომლებიც ძალიან დიდი პიროვნებები ყოფილან. ზოგიერთი წარმოუდგენლად განათლებული, დიდი ნიჭის და ინტელექტის პატრონიც. ასეთი ხალხი ბევრია, ჩვენს გვერდით არიან და ამ ხალხს ის საქართველო რასაც ახლა გვასაღებენ რომ ეს დავიმსახურეთ და მორჩილად უნდა მივიღოთ არ უნდათ. ამ ხალხს ამისთვის არ უცხოვრიათ, არ უშრომიათ, არ უბრძოლიათ, არ შეუწირავთ ჯანმრთელობა.
“სამთავრობო თვითმფრინავით კი იყო, მაგრამ თავისი ხარჯით იყო რა პრობლემააო” - ამ ანომალიას “ნორმალურ” ვითარებად გვისაღებენ. ბევრი ქართველი სტუდენტი საკუთარი დიპლომის გადაცემის ცერემონიაზე (“Graduation”-ზე) ვერ ჩადის ევროპაში (არათუ აშშ-ში) რადგან 600-700 დოლარის ბილეთის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ასეთი ადამიანებიც ძალიან ბევრია.
ამ ყველაფრის ფონზე ამ მართლაც ამორალურობის პიკის გამართლებას კიდევ ბედავენ.
ხელისუფლება ძალაუფლებაში გაირყვნა და ამის ავტორი და მთავარი დამნაშავე ის ერთი კაცია - ივანიშვილი. მან გარყვნა და გააზულუქა ეს ხალხი. ადამიანები, რომლებიც სკამი, რომ გამოაცალო ერთ ესეს ვერ დაწერენ თავისით. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს უახლესი ისტორია ოქროს ასოებით დაეწერა (ივანიშვილს) ზოგიერთი მიმართულებით სააკაშვილს გაასწრეს უგუნურებაში, სიბინძურეებში და გარყვნილობაში. აი ეს ანომალიაა დასასრულებელი 2024 წელს… ამ ქვეყანას შეუძლია გახდეს შავი ზღვის მარგალიტი იმდენად დიდი ადამიანური კაპიტალი, ისტორია და კულტურა აქვს. ვარსკვლავებს უნდა ვეთამაშებოდეთ და ამ დროს კორუფციის და ღირებულებითი აღრევის პიკში შევედით სადაც თეთრს შავად გვისაღებენ და ამორალურობას მორალურობად, - წერს კახაბერ ქემოკლიძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.