Jump to content
Planeta.Ge

კირილ ბუდანოვი - არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ომი ხანგრძლივი იქნება


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი არ იქნება.

„არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. ეს არის ჩემი პირადი აზრი, რომელიც ეფუძნება იმ მონაცემების ანალიზს, რაც გვაქვს, პირველ რიგში, მოწინააღმდეგის შესახებ", - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, რუსებს ფიზიკურად არ შეუძლიათ გრძელვადიანი ომის წარმოება.

”მაგრამ, თუ თქვენ საუბრობთ ექვს თვეზე, შვიდ თვეზე, წელიწადზე და ფიქრობთ, რომ ეს ხანგრძლივი პერიოდია, მაშინ გასაგებია, რომ მართალი იქნებით”, - განაცხადა ბუდანოვმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...