Jump to content
Planeta.Ge

ენტონი ბლინკენი - რუსული მეთოდია დაბლოკოს უკრაინული ექსპორტი, აქციოს სურსათი იარაღად და აიძულოს მშიერი ხალხი ამისთვის ფული გადაიხადოს


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დუნაიზე მდებარე უკრაინულ პორტებზე რუსული დარტყმები დაგმო.

განცხადებას ენტონი ბლინკენი Х-ზე (ყოფილი Twitter-ი) ავრცელებს.

„რუსეთი უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დუნაის პორტებზე თავდასხმებს განაგრძობს, სისტემატურად ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ამას იმისთვის აკეთებს, რომ უკრაინული მარცვლეული, რომელიც ასე არის საჭირო ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის გამოკვებისთვის, ბაზარზე არ დაუშვას. ეს რუსული მეთოდური სახელმძღვანელოა: დაბლოკოს უკრაინული ექსპორტი, აქციოს სურსათი იარაღად და აიძულოს მშიერი ხალხი ამისთვის ფული გადაიხადოს“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

მედიის ცნობით, მანამდე ენტონი ბლინკენი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლუმინიტა ოდობესკუს დაუკავშირდა და რუსული დრონის ნაწილების რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის გამოძიების პროგრესზე გაესაუბრა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...