შენობაში ძველი კინოფირები ინახებოდა, ყოველი მათგანი გაციფრულებულია - არქივის პრესსამსახური
ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ნაგებობაში, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, ძველი კინოფირები ინახებოდა. როგორც „პუბლიკას“ ეროვნული არქივის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, საცავში განთავსებული ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება.
„ეზოში ცალკე მდგომი საცავია, რომელშიც ინახებოდა თვითაალებადი ნიტროფუძიანი კინოფირები, აქედან გამომდინარე ცალკე საცავში იყო და ცეცხლი სწორედ ამ შენობას გაუჩნდა. მიზეზები არ ვიცით, რა მოხდა. რაც შეეხება დოკუმენტებს, ეს ფირები არის ძველი და შესაბამისად, ყველა მათგანი გაციფრულებული იყო და ციფრული ასლები არქივში ინახება. აქედან გამომდინარე, მასალა, რაც შიგნით იყო და ციფრული ასლების სახით გვაქვს“, – უთხრეს „პუბლიკას“ ეროვნულ არქივში.
მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.