Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი - მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! - არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს - წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს


მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს - "წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში".

"ამ დროს კი როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად მიეკუთვნება შემთხვევითობას ეს ტრაგიკული მოვლენები, თუ პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენ საქციელს, მოუმზადებლობას, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია… ვაგრძელებთ ძველებურად - ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!"- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...