ჯოზეფ ბორელი - ემოციურია იმ ადამიანების ცხოვრების ხილვა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ, უნდა დავეხმაროთ მათ, რითიც შეგვიძლია
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, 15 წელია, უსაფრთხოების განცდას უზრუნველყოფს.
„აქ უკვე 15 წელია, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს, ამ ზონაში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. საერთო ჯამში, ისინი პატრულირებენ უკვე 100 ათასი საათია. ეს გრძელდება დღე და ღამე, კვირაში შვიდი დღის, მთელი წლის განმავლობაში. ჩვენი მისია უზრუნველყოფს უსაფრთხოების განცდას. მე ვესაუბრე ადამიანებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. ვესაუბრე მათ, ვისაც მოუწია საკუთარი სახლების დატოვება და მითხრეს, რომ ჩვენი მისია მათ აძლევს უსაფრთხოების შეგრძნებას. ჩვენი ხალხი აკონტროლებს ვითარებას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ახდენს მისი გაფართოების პრევენციას, რომ სამხრეთ ოსები და რუსები საქართველოს ტერიტორიის შიგნით არ გადმოვიდნენ.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აქ გავაკეთეთ და ჩვენ ამის გაკეთებას იქამდე გავაგრძელებთ, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, სასწაულებს ვერ ვახდენთ, მაგრამ პატრულირების 100 ათასი საათი ძალიან შთამბეჭდვია. ემოციურია ამ ადამიანების ცხოვრების პირობების ხილვა. ძალიან ემოციურია ამ ადამიანების მოსმენა, რომლებიც გვეუბნებიან, შეხედეთ ეს არის ჩემი სახლი, ჩემი მიწა არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მისი დამუშავება არ შემიძლია. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, რითიც შეგვიძლია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.