ბერდია სიჭინავა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს 1 გამარჯვებული - სახელმწიფო და 2 დამარცხებული - “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება”
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს 1 გამარჯვებული - სახელმწიფო და 2 დამარცხებული - “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება”., - ამის სესახებ განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე განხორციელდა ჯგუფური ძალადობრივი შტურმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკანორ მელია.
"ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აღკვეთა ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით საქართველოს პარლამენტზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობრივი შტურმი, “ოცნებამ” კი ამ ჯგუფის მეთაურს, ჩვენი გუნდის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამნისტია გამოუცხადა და სამუდამო იმუნიტეტი შესძინა.
2021 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარიას გადადგომამ ქვეყანას ააცილა სისხლისღვრა, რომელიც იმ ღამეს პარტიის ოფისში სამართალდამცავების შესვლას და იქ მობილიზებული ნიკანორ მელიას დაკავებას გარდაუვლად მოჰყვებოდა. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი მომდევნო დღეებში ვითარების სტაბილიზაცია და დაკავების ღონისძიების ტრაგიკული შედეგების გარეშე დასრულება.", - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.