Jump to content
Planeta.Ge

შსს - ორი მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მიერ, ჭაბურღილის დატბორილი ტერიტორიიდან, ორი ადამიანი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას არის გამოყვანილი.ჯამში მეხანძრე მაშველების მიერ, 13 მოქალაქე უსაფრთხო ადგილასაა გამოყვანილი, ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები გრძელდება", - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის დავით გუმბარიძის ინფორმაციით, გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზე მას შემდეგ ავიდა, რაც მანქანა წყალმა გასტაცა.

შეგახსენებთ, რომ გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთის სამძებრო სამუშაოები კი, ამ დრომდე მიმდინარეობს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...