Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ბორელთან დღევანდელ შეხვედრას შევაფასებდი, როგორც "ოცნებისთვის" და ასევე ოპოზიციის იმ ნაწილისთვის ცივი წყლის გადავლებად, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა "ოცნების" მიერ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას


ბორელთან დღევანდელ შეხვედრას მე შევაფასებდი, როგორც ოცნებისთვის და ოპოზიციის იმ ნაწილისთვის ცივი წყლის გადავლებად, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა ოცნების მიერ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი წერს.

მისი თქმით, დღეს, ოცნებამ სცადა, კვლავ გადაეტანა პასუხისმგებლობა ყველაზე, საკუთარი თავის გარდა, რაც  არ გაუვიდათ - მათ შეახსენეს, რომ მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული.


 
"მათ შორის, ჩვენ იმიტომ მივიღეთ ამ ჯგუფებში მონაწილეობა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გვქონოდა ჩვენი პოზიცია და აგვეხსნა, რომ ყველა საშუალება გამოვიყენეთ, მაგრამ ოცნების მიზანი დესტრუქცია იყო და არა შედეგი!


 დღეს, ოცნებამ სცადა, კვლავ გადაეტანა პასუხისმგებლობა ყველაზე, საკუთარი თავის გარდა - არ გაუვიდათ! მათ შეახსენეს, რომ მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული.


 დღეს, ოცნებამ სცადა, ბრალი დაედო ევროკავშირისთვის სუბიექტურ გადაწყვეტილებებში - არ გაუვიდათ! მათ უთხრეს, რომ მიხედონ საქმეს, ბრალდებების ნაცვლად.

 ბორელმა შეახსენა ოცნებას იმ "გაშავების" კამპანიასა და მეორე ფრონტის რიტორიკაზე, რომელსაც ისინი ავრცელებენ და პირდაპირ კითხა მათ, გაითვალისწინოს თუ არა ეს რიტორიკა, მიიღოს თუ არა პოზიციად - ოცნებისგან დუმილის გარდა არაფერი მომისმენია.

 
 საუბარი შეეხო პრეზიდენტსაც:
"იმპიჩმენტი ვერ იქნება განხილული პოზიტიურ გზავნილად საქართველოს ევროკავშირის გზაზე." ეს იყო ბორელის პოზიცია!


ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და სტატუსი უნდა მივიღოთ, ეს იქნება საჩუქარი ქოცების ხელისუფლებისთვის, მაგრამ ეს იქნება დამსახურებული აღიარება - ქართველი ხალხისთვის და მკაფიო ანტიოკუპანტური, ანტირუსული გზავნილი რუსეთის ხელისუფლებისთვის, ამიტომაც უნდა მივიღოთ!", - წერს ლილუაშვილი. 
 
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...