Jump to content
Planeta.Ge

ფრენების აღდგენა, ინფორმაციის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება - გზავნილები ბორელისგან


ფრენების აღდგენარუსეთთან, ინფორმაციის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, დემოკრატიული სისტემების მნიშვნელობა – ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ მხარდაჭერას, სანამ საჭიროა და მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს და საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რომ იზოლირებული იქნეს რუსეთი და მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგაა მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ იქნეს აღიარებული ეს ფაქტი.

ასევე უნდა ვთქვა, რომ ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს არის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულებები და უნდა ევროკავშირის წევრობა. ამ მიმართულებით ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი.

გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს. თავისუფალი ინფორმაციის მიწოდება არის აპრიორი მნიშვნელოვანი ამ პროცესში.

ჩემი შემდეგი გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში ჩვენი ურთიერთობა ყველაზე ძლიერია. გავაგრძელებთ საქართველოსთან დგომას და ეს არ არის უბრალოდ სიტყვებით, ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებით, ინვესტიციებით, გვყავს სპეციალური წარმომადგენლები რეგიონში, მონიტორინგის მისია, რომელიც ქვეყანაში 15 წლია, მუშაობს“, – განაცხადა ბორელიმ.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...