მიხეილ დაუშვილი - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტზე ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი... ამ უმძიმესი დანაშაულის ორგანიზატორები და მონაწილეები, დასჯილები კი არა, ამნისტირებული არიან, ეს ყველაფერი არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტზე ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი და იქ ჩადენილი იყო კონკრეტული დანაშაულები.
მეორე, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მელია დასაკავებელი იყო და მისი დაკავების საფუძველი იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონიერი და იქ არ შეიძლება, რაიმე კითხვა არსებობდეს.
მესამე, ის ფაქტი, რომ დღეს ამ უმძიმესი დანაშაულის ორგანიზატორები და მონაწილეები არათუ დაუსჯელები, რამედ ამნისტირებული არიან, ეს ყველაფერი არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა.
როდესაც ვეუბნებოდით, რომ არ შეიძლებოდა ამ ფორმით ამის გაკეთება, ეს რომ არ გაიგეს და არ გაითვალისწინეს და ისე უგუნურად გააკეთეს, როგორ გააკეთეს, შედეგის ის, რომ ამის ორგანიზატორები დღეს ამნისტირებულები არიან,“
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.