Jump to content
Planeta.Ge

მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს საშუალება, თუ ოჯახი არ მომეხმარა – მდინარაძე


„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მას არ უჩნდება კითხვა იმაზე თუ როგორ შეძლო პრემიერ-მინისტრმა ევროპამდე ჩარტერული რეისის თანხის გადახდა.

მდინარაძის თქმით, მან დეტალები არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ პრემიერის მიერ გაწეულ ხარჯებზე ინფორმაცია დეკლარაციაში მოხვდება.

ჟურნალისტებმა მდინარაძეს ჰკითხეს, აქვს თუ არა პირადად მას საშუალება, რომ ჩარტერით ევროპაში გაფრინდეს, რაზეც მან უპასუხა:

„მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალება, თუ არ მომეხმარა ოჯახის რომელიღაც წევრი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ამის საშუალება. როგორც ჩანს [ირაკლი ღარიბაშვილის] ოჯახს აქვს გარკვეული შემოსავალი… დეკლარაციაში აისახება ყველა ხარჯი… კითხვა დაისვა როგორ [გაფრინდა], ვისთან ერთად – მარტო თუ ცალკე… მარტო რომ არ იყო ნამდვილად ვიცი, რადგან შვილთან ერთად იყო. მეუღლე ახლდა თუ არა, ისიც არ ვიცი. უკაცრავად, მაგრამ პერსონალურ თემებს ვეხებით და ძალიან მეუხერხულება. ვიღაცებმა ვერ მოინელეს, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა მისმა შვილმა“, – განაცხადა მდინარაძემ.


მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა დღეს, 7 სექტემბერს, განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში პირადი მიზნით მოგზაურობაზე.

გუშინ, 6 სექტემბერს, სტრატკომის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა პირად ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ ღარიბაშვილი აშშ-ში საკუთარ შვილთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც ახალი სასწავლო წელი ეწყებოდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მისი სიტყვებით, “კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას”, თუმცა “სკანდალური არაფერია”.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...